ლესის საჯარო სკოლაში IX-X კლასის გოგონათა შორის ფრენბურთში შეჯიბრი ჩატარდა
30-06-2022
გიორგი ლომაძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

სასწავლო წლის განმავლობაში სკოლაში მოსწავლეებისთვის არაერთი საინტერესო სპორტული აქტივობა ჩატარდა, სადაც ბავშვები დიდი ხალისით მონაწილეობდნენ.

მათ შორის, აღსანიშნავია ფრენბურთში ჩატარებული სასკოლო-სპორტული შეჯიბრი. ერთმანეთს მეცხრე და მეათე კლასის გოგონები შეეჯიბრნენ.

საინტერესო თამაშის შემდეგ, პირველ ადგილზე მეცხრე კლასი გავიდა.

მოსწავლეების პედაგოგი ნუგზარ კუნჭულია გახლავთ.

„ვულოცავთ მათ ამ წარმატებას“, - წერია გავრცელებულ მილოცვაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203