სიმონიანთხევის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ
30-06-2022

თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონიანთხევის საჯარო სკოლაში მოსწავლეები არა მხოლოდ საგნებს, არამედ ტოლერანტობას, კაცთმოყვარეობას სწავლობენ. დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. მათი ძალისხმევით, მოზარდები ღირსეულ მოქალაქეებად ყალიბდებიან.

ამიტომ, სკოლაში ყოველთვის აღნიშნავენ ისეთ მნიშვნელოვან თარიღებს, როგორიც დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეა. ამ დღეს მოსწავლეებმა ლოზუნგით - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს! არაერთი აქტივობა განახორციელეს, დაუნის სინდრომის შესახებ გავრცელებული მითები დაამსხვრიეს და აღნიშნეს - „თუ ერთმანეთს გავამხნევებთ, ჩვენ მოვიგებთ ყველა ომებს, ვიერთგულებთ, ვიმეგობრებთ, არ დავითვლით ქრომოსომებს“.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203