წყალწმინდის საჯარო სკოლის მერვეკლასელებმა პატრიოტული ღონისძიება გამართეს
30-06-2022
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
სასწავლო წლის განმავლობაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიდნენ. გამონაკლისი, არც საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი იყო.
სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა ჩვენის ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღე საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა მრავალფეროვანი აქტივობების ფარგლებში თემის ირგვლივ საინტერესო პრეზენტაციებიც წარადგინეს და საქართველოს ხოტბა კიდევ ერთხელ შეასხეს.