ანდეზიტის საჯარო სკოლის ორი პედაგოგი დირექტორთა და მასწავლებელთა რაიონულ კონფერენციაში მონაწილეობდა
30-06-2022

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდეზიტის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი მაკა მუჯირი და რუსული ენა-ლიტერატურის პედაგოგი ლორინა გელაშვილი რაიონული კონფერენციაში მონაწილეობდნენ. 

ბორჯომში დირექტორთა და მასწავლებელთა რაიონული კონფერენცია საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიება ეძღვნებოდა ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვასა და განხორციელებას.

ანდეზიტის საჯარო სკოლის პედაგოგები ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ და კონფერენციაზე წარმატებით წარდგნენ, რისთვისაც სერტიფიკატები გადაეცათ. 

ასევე აღსანიშნავია, რომ 2021/2022 სასწავლო წელს წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობისათვის სკოლამ სიგელი გადასცა ნათელა გელაშვილ-დუგაროვს. სკოლის ადმინისტრაცია მას გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203