„თბილისი ჩვენი სახლია“ - თბილისის N31 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეთა შთამბეჭდავი გამოსაშვები ღონისძიება
29-06-2022

თბილისის N31 საჯარო სკოლაში ნაყოფიერი სასწავლო წელი დასრულდა. დირექციამ და პედაგოგებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს და მომავალ თაობას ხარისხიანი განათლება მისცეს. წლის მანძილზე მასწავლებლები მოსწავლეებს არაერთი საგანმანათლებლო-შემეცნებით, გასართობ თუ საზეიმო ღონისძიებას სთავაზობდნენ და მათი ცოდნის, ნიჭისა და შესაძლებლობების წახალისებას ცდილობდნენ. 

მათ შორის, აუცილებლად აღსანიშნავია, IV კლასის გამოსაშვები ღონისძიება - „თბილისი ჩვენი სახლია“.

ღონისძიებაზე მეოთხეკლასელებმა საპატიო სტუმარს - საბავშვო მწერალ თამარ ადამიას უმასპინძლეს. 

მოსწავლეებმა ღონისძიებაზე დაუვიწყარი და ნაყოფიერი ოთხი წელი შეაჯამეს და მასწავლებლებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. 

ღონისძიებას პედაგოგი დალი ხმალაძე-პაპუშვილი ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203