მარტყოფის N2 საჯარო სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა
29-06-2022
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N2 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
სასწავლო წლის განმავლობაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიდნენ. გამონაკლისი, არც საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი ყოფილა.
აღნიშნული დღე სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიებით აღინიშნა, რომლის ფარგლებში მონაწილე მოსწავლეებმა მრავალფეროვანი აქტივობები შეასრულეს.
სკოლის მოსწავლეებმა პატრიოტული სულისკვეთებით გაჯერებული ღონისძიებით საქართველოს დამოუკიდებლობას კიდევ ერთხელ შეასხეს ხოტბა.