მარნეულის N8 საჯარო სკოლის პედაგოგები გამოცდაზე გასასვლელად აქტიურად ემზადებიან
29-06-2022
მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთათვის გამოცდები 6 ივლისიდან იწყება. წელს პირველად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის საგამოცდო პროგრამა მშობლიურ ენაზე მომზადდა.

საინტერესოა, აპირებენ თუ არა მარნეულის N8 საჯარო სკოლის პედაგოგები გამოცდაზე გასვლას. ამის გასაგებად etaloni.ge სკოლის დირექტორ ​ელმან ჯაფარლის დაუკავშირდა.

სკოლის დირექტორის თქმით, მარნეულის N8 საჯარო სკოლის პედაგოგები სტატუსის ასამაღლებლად გამოცდაზე გასვლას აპირებენ და ამისთვის აქტიურადაც ემზადებიან. 

ელმან ჯაფარლი გამოცდებზე გამსვლელებს წარმატებებს უსურვებს და სჯერა, რომ ღირსეულ შედეგებს დადებენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203