ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მეექვსეკლასელებმა საინტერესო გერმანულენოვან პროექტზე იმუშავეს
29-06-2022
ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგების ხელმძღვანელობით სასწავლო წლის განმავლობაში სხვადასხვა საინტერესო პროექტებს აქტიურად ახორციელებდნენ.

მათ შორის, აღსანიშნავია, VI კლასის მოსწავლეების მეტად საინტერესო პროექტი, რომელიც გერმანულ ენაში მაწავლებლის, მაია მაღლაფერიძის ხელმძღვანელობით განახორციელეს.

„Singend Deutsch lernen“ - (გერმანული მღერა-მღერით) - ასე დაასათაურეს და დამსწრე აუდიტორიას აჩვენეს, თუ რაოდენ მარტივია სიმღერებით გერმანული ენის შესწავლა.

დამსწრე მასწავლებლები და მოსწავლეები კმაყოფილნი დარჩნენ ამ საინტერესო და მხიარული გაკვეთილით“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203