ახალი სასწავლო წლიდან პირველ კლასში ჭადრაკი სავალდებულო საგანი ხდება. მას შემდეგ, რაც აღნიშნული გადაწყვეტილება გახდა ცნობილი პედაგოგების გადამზადებაც გადაწყდა.
აღსანიშნავია, რომ ჭადრაკის სასწავლებლად პედაგოგები შესაბამის ტრენინგებს გაივლიან.
etaloni.ge დაინტერესდა, რამდენად მზად არიან სკოლები აღნიშნული სიახლისთვის, ჰყავთ თუ არა შესაბამისი კადრი და ამ კითხვებით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურტლარის საჯარო სკოლის დირექტორს, გიულბაიაზ ბალაგოზოვას დაუკავშირდა.
„დიახ, მზად ვართ პირველკლასელებს ჭადრაკის გაკვეთილები ჩაუტარდეთ. გვყავს ფიზიკის მასწავლებელი, ვინც ბავშვებს ჭადრაკს ასწავლის“ - ამბობს, კურტლარის საჯარო სკოლის დირექტორი გიულბაიაზ ბალაგოზოვა.