ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლიდან 2022 წლის კურსდამთავრებულები საზეიმო ვითარებაში გააცილეს
29-06-2022
ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი ტრადიციულად წარმატებით დასრულდა და მეთორმეტეკლასელთათვის კიდევ ერთხელ „ბოლო ზარი“ დაირეკა.

სკოლა სამმა მეთორმეტე კლასმა - მე-12 (დამრიგებელი ქეთევან მაჩალაძე), მე-12 (დამრიგებელი ნატო სვიანაძე) და მე-12 (დამრიგებელი მაკა აბდალაძე) დაამთავრა.

მეთორმეტეკლასელებისთვის სკოლაში მრავალფეროვანი და ამავდროულად, ემოციებით სავსე ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა ამაგდარ დამრიგებლებს, პედაგოგებსა და დირექციას გაწეული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.

პედაგოგებმა კი თავის მხრივ, საამაყო აღსაზრდელები ცხოვრების ახალ ეტაპზე გააცილეს.

„ბოლო ზარი“ დაირეკა, ზარი, რომელიც მათთვის ახალი ცხოვრების დასაწყისის მაუწყებელიცაა. ვულოცავთ მათ ამ ძალზე მნიშვნელოვან მოვლენას და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ“, - წერია გავრცელებულ მილოცვაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203