
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათის საჯარო სკოლაში ნაყოფიერი სასწავლო წელი დასრულდა. წლის მანძილზე პედაგოგები მოსწავლეებს საგანმანათლებლო, შემეცნებით, გასართობ თუ საზეიმო ღონისძიებებს სთავაზობდნენ და მათი ცოდნის, ნიჭისა და შესაძლებლობების წახალისებას ცდილობდნენ.
მათ შორის, აუცილებლად აღსანიშნავია, მეოთხეკლასელთა გამოსაშვები ღონისძიება - „ანბანთან გამომშვიდობება“. ღონისძიებას კლასის დამრიგებელი ცირა თავაძე ხელმძღვანელობდა.
ბავშვებმა მრავალი ლექსი, სიმღერა „სამადლობელო სიტყვები“ მიუძღვნეს თავიანთ მასწავლებლებს. წარმოადგინეს ინსცენირება ნ.დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონიდან“.
დამრიგებელმა ბავშვებს შემდეგ კლასებში გადასვლა მიულოცა, სწავლის გზა დაულოცა და წარმატების სიგელები გადასცა.
„იმ დღიდან, როდესაც ბავშვი „დედაენას" პირველად ხელში აიღებს, შვილის აღზრდასა და სიყვარულში მშობელს მასწავლებლის სახით მოზიარე უჩნდება. ბავშვი კი სიყვარულზე სიყვარულით პასუხობს... “-ასე მიაჩნიათ სკოლაში, სადაც მოსწავლეების აღზრდა-განათლების საქმეში გულსა და სულს დებენ.
იხილეთ ფოტოები: