„ქართული ენა დედაა ჩვენი, ქართული ენა ძალაა ჩვენი ...“ - ჩიბათის საჯარო სკოლის პირველკლასელთა საინტერესო ღონისძიება
29-06-2022
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
სასწავლო წლის განმავლობაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიდნენ. გამონაკლისი, არც დედაენის დღე ყოფილა.
სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლის, მარინა ტიშჩენკოს ხელმძღვანელობით ამ მეტად მნიშვნელოვანი დღისადმი პატივისცემა ლექსებით, სიმღერებით, საინტერესო გამონათქვამებითა და ჩანახატებით გამოხატეს; ასევე, ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
მოსწავლეებმა ნახატების გამოფენაც მოაწყეს და ქართულ ენას ხოტბა კვლავ შეასხეს.