დაბა თიანეთის N1 სკოლის პედაგოგები - თამარ გორგაძე და ეკატერინე უშიკიშვილი მასწავლებელთა რეგიონულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ
29-06-2022
მირზა გელოვანის სახელობის დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზნით, პედაგოგები სხვადასხვა კონფერენციებში, ტრენინგებსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართულნი. 

ამჯერად, სკოლის პედაგოგები - თამარ გორგაძე და ეკატერინე უშიკიშვილი მასწავლებელთა რეგიონულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ. 

კონფერენციაზე რეგიონის სკოლის მასწავლებლებმა ერთმანეთს „ზოგადი განათლების რეფორმის“ ფარგლებში, წარმატებულად შესრულებული კომპლექსური დავალებების პრაქტიკა გაუზიარეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203