ქვემო სარალის საჯარო სკოლაში ჭადრაკის სასწავლებლად მათემატიკის მასწავლებლები გადამზადდებიან
29-06-2022
ახალი სასწავლო წლიდან პირველ კლასში ჭადრაკი სავალდებულო საგანი ხდება. მას შემდეგ, რაც აღნიშნული გადაწყვეტილება გახდა ცნობილი გადაწყდა პედაგოგების გადამზადებაც. ის პედაგოგები, რომლებსაც სკოლა შეარჩევს სათანადო ტრენინგებს გაივლიან.

etaloni.ge დაინტერესდა, რამდენად მზად არიან სკოლები აღნიშნული სიახლისთვის, ჰყავთ თუ არა შესაბამისი კადრი და ამ კითხვებით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სარალის საჯარო სკოლის დირექტორს, ნანა პაკელიანს დაუკავშირდა.

ქვემო სარალის საჯარო სკოლაში დირექტორის, ნანა პაკელიანის თქმით, ჭადრაკის სასწავლებლად  მათემატიკის პედაგოგები გადამზადდებიან.

„შესაბამის უწყებებს მივაწოდეთ ინფორმაცია დაწყებითი კლასების იმ მასწავლებლების შესახებ, რომლებიც მათემატიკას ასწავლიან. ჯერ ტრენინგები არ დაწყებულა, ვემზადებით“, - განაცხადა დირექტორმა, ნანა პაკელიანმა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203