სადახლოს N2 საჯარო სკოლაში ჭადრაკის მცოდნე რამდენიმე პედაგოგია - ისინი ახალ სასწავლო წლამდე გადამზადდებიან
29-06-2022
ახალი სასწავლო წლიდან პირველ კლასში ჭადრაკი სავალდებულო საგანი ხდება. მას შემდეგ, რაც აღნიშნული გადაწყვეტილება გახდა ცნობილი გადაწყდა პედაგოგების გადამზადებაც.

აღსანიშნავია, რომ იმ პედაგოგებმა, რომლებმაც პირველკლასელებს ჭადრაკი უნდა შეასწავლონ შესაბამის ტრენინგებს გაივლიან.

etaloni.ge დაინტერესდა, რამდენად მზად არიან სკოლები აღნიშნული სიახლისთვის, ჰყავთ თუ არა შესაბამისი კადრი და ამ კითხვებით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს N2 საჯარო სკოლის დირექტორს, ადილ შარიფოვს მიმართა.

დირექტორის, ადილ შარიფოვის თქმით სკოლაში ჭადრაკის რამდენიმე მცოდნე პედაგოგი ჰყავთ, თუმცა უშუალოდ მათი გადამზადება ჯერ არ დაწყებულა. ადილ შარიფოვმა ისიც აღნიშნა, რომ სექტემბრამდე აარჩევენ კადრს, ვინც მოსწავლეებს საგანს შესაბამის, მაღალ დონეზე შეასწავლის.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203