მერჯევის საჯარო სკოლის მეორეკლასელთა გაკვეთილი ტბის პირას
29-06-2022
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მერჯევის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
სასწავლო წლის განმავლობაში პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო, შემეცნებით და დასამახსოვრებელ გაკვეთილებს სთავაზობდნენ.
მათ შორის აღსანიშნავია, პედაგოგის, თამრიკო კურცხალიას მეორეკლასელებთან ჩატარებული გაკვეთილი ბუნებაში.
გაკვეთილის თემა - „ტბა“ გახლდათ.
ტბის პირას ჩატარებული გაკვეთილი კი ბავშვებისთვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.
„ყოველთვის კრეატიული და ენერგიული თამრიკო მასწავლებელი და მოუსვენარი და ნიჭიერი მეორე კლასელები; წარმატებები ჩემო პატარებო“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო