თბილისის N119 საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეები იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ
29-06-2022
თბილისის N119 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე სასწავლო წლის განმავლობაში ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავდნენ. 

მათ პედაგოგები სხვადასხვა საინტერესო აქტივობას სთავაზობდნენ. ამჯერად, II კლასის მოსწავლეები, პროექტის ფარგლებში, სოფელ ვარიანში იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ. 

მათ გარამო დიდი ინტერესით დაათვალიერეს, მეტი ინფორმაცია შეიტყვეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. 

მათი ხელმძღვანელი პედაგოგი შორენა ჭელიძე იყო.

„პატარები გაეცნენ ჩვენი დიდი საზოგადო მოღვაწის, განმანათლებლის და დედა ენის შემქმნელის ცხოვრებას და მოღვაწეობას. მოვუთხრეთ ქართლის ამ ულამაზეს სოფელში გატარებულ მის ბავშვობაზე და ოჯახზე, მოსწავლეობის წლებზე და მის მიერ განხორციელებულ საგანმანათლებლო მოღვაწეობაზე. ავუხსენით პატარებს, რომ იაკობის მამულიშვილური საქმიანობის შედაგად რუსული ცარიზმის ბატონობის პერიოდში საქართველომ შეინარჩუნა ქართული ენა. წერა-კითხვის საზოგადოების მიერ, რომლის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო იაკობ გოგებაშვილი, გახსნილმა სკოლებმა დიდი განათლება შეიტანა ხალხში“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203