„ოთხი სურვილი“ - მისაქციელის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო კომპლექსური დავალება 
29-06-2022
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. 

მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო კომპლექსურ დავალებებზე ყოველთვის აქტიურად მუშაობდნენ.

მათ შორის, მე-2კლასში ქართულში „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა.

მოსწავლეებმა კომპლექსურ დავალებაზე - „ოთხი სურვილი“ იმუშავეს, რომლის პირობა დიორამის შექმნა იყო.

მეორეკლასელების დავალების შესრულებაში აქტიურად იყვნენ ჩართული.

მოსწავლეებმა წარადგინეს არაჩვეულებრივი ნამუშევრები, კარგად გააკეთეს პრეზენტაცია; ასევე, საკუთარი და თანატოლის ნამუშევრებიც შეაფასეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების პედაგოგი ქეთევან ელიაშვილი გახლავთ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203