ტყიბულის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს პარლამენტს ესტუმრნენ
29-06-2022
ტყიბულის N1 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეებისთვის არაერთი საინტერესო აქტივობა განხორციელდა, რომლებიც მოსწავლეებისთვის დაუვიწყარი იქნება.
მათ შორის აღსანიშნავია, მოსწავლეების სტუმრობა საქართველოს პარლამენტში.
„საქართველოს პარლამენტში მოხვედრა უდიდესი საჩუქარი იყო ტყიბულის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის. დეპუტატ, ბატონ ბეჟან წაქაძის არჩევანმა დაუვიწყარი ისტორია შექმნა თითოეული მოზარდის სასკოლო ცხოვრებაში.
ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პარლამენტარიზმის მუზეუმის მონახულება და პლენარულ სხდომაზე დასწრება შთამბეჭდავი იყო ახალგაზრდებისათვის, ხოლო ბატონ შალვა პაპუაშვილის გულწრფელმა მისალმებამ და პარლამენტის წევრების მქუხარე ტაშმა დაუვიწყარი ემოციები გამოიწვია.
ჩვენი სკოლის სახელით უღრმეს მადლობას ვუხდით ტყიბულის მაჟორიტარ დეპუტატს, ბატონ ბეჟან წაქაძეს თანადგომისა და არჩევანისათვის. მომავალ თაობას კი ვუსურვებთ ღირსეულ სვლას ქვეყნის განვითარებაში“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს