გოგნის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა დაუვიწყარი ოთხი წელი ლამაზი ღონისძიებით შეაჯამეს
29-06-2022

კახაბერ ბრეგვაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. წლის მანძილზე პედაგოგები მოსწავლეებს არაერთი საგანმანათლებლო, შემეცნებით თუ საზეიმო ღონისძიებას სთავაზობდნენ და მათი ცოდნის, ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენას ცდილობდნენ. 

მათ შორის, აუცილებლად აღსანიშნავია, მეოთხეკლასელთა გამოსაშვები ღონისძიება. ზღაპრულად მორთულ საკლასო ოთახში საზეიმო განწყობა სუფევდა. დიდი სიყვარულით დაემშვიდობნენ მეოთხე კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი ხათუნა რობაქიძე) საყვარელ მასწავლებელს.

ხათუნა მასწავლებელმა ბავშვებს ბედნიერი მომავალი უსურვა და აღნიშნა, რომ ყველაზე დიდი ჯილდო, რაც ცხოვრებაში მიუღია მათი მისდამი სიყვარულია. 

სკოლას სტუმრობდნენ თერჯოლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ქეთევან შეყრილაძე,  თერჯოლის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ელისო მურადაშვილი და მომავალი პირველკლასელები.

მათ მიულოცეს ბავშვებს მნიშვნელოვანი საფეხურის დასრულება და წარმატებული მომავალი სასწავლო წელი უსურვეს.

„მადლობა ხათუნა  მასწავლებელს, მის თითოეულ მოსწავლესა და მშობელს ასეთი ლამაზი დღისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203