ნიჩბისის საჯარო სკოლის მოსწავლე გურამ ქსოვრელმა საგნობრივ ოლიმპიადაში მედალი მოიპოვა
29-06-2022
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად წარმატებით მონაწილეობდნენ.

მათ შორის, სკოლის ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლე გურამ ქსოვრელი „კინგსის“ საგნობრივ ოლიმპიადაში მონაწილეობდა.

ნიჭიერი მოსწავლე საგნობრივ ოლიმპიადაში ვერცხლის მედლითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდა.

სასკოლო საზოგადოება გურამ ქსოვრელს მომავალ წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203