
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტრის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დამთავრდა. პედაგოგებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს და მომავალ თაობას ხარისხიანი განათლება მისცეს. სასწავლო წლის მანძილზე მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებსა თუ ღონისძიებებს სთავაზობდნენ, მოსწავლეებიც ხალისითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი სასწავლო პროცესში და ცოდნისა და ნიჭის წარმოჩენას ცდილობდნენ.
სასწავლო წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობებიდან აუცილებლად აღსანიშნავია, პირველკლასელთა ბუნების გასვლითი გასვლითი. მოსწავლეებმა ბუნებაშივე შეისწავლეს, როგორც კონკრეტული ობიექტები ასევე ცოცხალი ბუნების მოვლენები.
პირველკლასელებისთვის გაკვეთილი განსაკუთრებით შთამბეჭდავი და საინტერესო აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: