
ტყიბულის N1 საჯარო სკოლის Xა კლასის მოსწავლე, საბა ქენქაძისთვის 2021-2022 სასწავლო წელი საოცრად ნაყოფიერი აღმოჩნდა. მოსწავლემ გეოგრაფიის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში ბრწყინვალე წარმატება მოიპოვა და პირველი ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდა.
სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
„საბა, რომელმაც გეოგრაფიის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში გაიმარჯვა და პირველი ადგილის მფლობელი გახდა, ჯერ კიდევ დაწყებითი კლასებიდან გვანებივრებდა, სხვადასხვა კონკურსში გამარჯვებებით, ჩვევას სწავლების მაღალ საფეხურზეც არ უღალატა. სწავლისმოყვარე მოსწავლის გამარჯვება უდიდესი პედაგოგიური მოღვაწეობის შედეგი იყო ქალბატონი ლელა ქურციკიძისათვის. ვულოცავთ ამ ღირსეულ გამარჯვებას მასწავლებელსა და მოსწავლეს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: