ნადაბურის საჯარო სკოლის პედაგოგები კიცხის საჯარო სკოლაში ჩატარებულ მასწავლებელთა რაიონულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების, ნადაბურის და კიცხის საჯარო სკოლებში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
სკოლების პედაგოგები არაერთ საინტერესო აქტივობაში სასწავლო წლის განმავლობაში ხშირად მონაწილეობდნენ.
მათ შორის, აღსანიშნავია, რომ 27 ივნისს ხარაგაულში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში მასწავლებელთა რაიონული კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციაში ნადაბურის საჯარო სკოლის პედაგოგებიც მონაწილეობდნენ.
კონფერენცია კიცხის საჯარო სკოლაში გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების გახსნას ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად საპატიო სტუმრებიც ესწრებოდნენ.
იხილეთ ფოტოები: