ტომაშეთის საჯარო სკოლის დირექტორმა, გურამ ფუტკარაძემ სასწავლო წელი შეაჯამა
29-06-2022
თენგიზ ფუტკარაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტომაშეთის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი პანდემიის მიუხედავად ტრადიციულად, წარმატებით დასრულდა.
სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, გურამ ფუტკარაძის თქმით, პანდემიის პირობებში, პედაგოგებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა სასწავლო პროცესი არ შეჩერებულიყო.
„მოსწავლეებიც მაქსიმალურად იყვნენ ჩართული ონლაინ სწავლებაში და წარმატებებს აღწევდნენ. სკოლას დასრულებული აქვს ყველა სასწავლო პროცესი, მათ შორის კლასის დონის დაძლევა, მოსწავლეთა გადაადგილება.
გარდა ამისა, პედაგოგები აქტიურად აწარმოებდნენ ელექტრონულ ჟურნალებს და საინფორმაციო „ჩატისა“ და სხვა საშუალებებით მაქსიმალურად მიეწოდებათ ინფორმაცია სასწავლო პროცესთან, ტრენინგებთან, აქტივობებთან დაკავშირებით“, - აღნიშნავს დირექტორის მ/შ გურამ ფუტკარაძე.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს