წყემის საჯარო სკოლის მეცხრეკლასელებმა საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს
29-06-2022
აბაშის მუნიციპალიტეტის დ. ტყებუჩავას სახელობის სოფელ წყემის საჯარო სკოლაში მეცხრეკლასელებმა 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს და მშობლიურ სკოლას დაემშვიდობნენ.
სკოლაში მეცხრეკლასელთათვის ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა ამაგდარ პედაგოგებს, რომლებმაც მათ განათლებაში დიდი შრომა გასწიეს მადლობა გადაუხადეს. თავის მხრივ კი, პედაგოგებმა საამაყო აღსაზრდელებს გზა დაულოცეს.
მრავალფეროვანი ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა ერთმანეთს თეთრ პერანგებზე სამახსოვრო წარწერები დაუტოვეს.
„კიდევ ერთი კურსდამთავრებულები დაემშვიდობნენ წყემის საჯარო სკოლას; ვულოცავთ მათ სკოლის დამთავრებას, ვუსურვებთ წინსვლასა და წარმატებებს მომავალში... ჩვენს სკოლაში კი დაე, კიდევ ჟღერდეს მრავალჟამიერ ხმა ახალგაზრდებისა, რომლებიც ასახელებენ სკოლას, ოჯახს და მამულს“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს