
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. წლის მანძილზე პედაგოგები მოსწავლეებს არაერთი საგანმანათლებლო, შემეცნებით, გასართობ თუ საზეიმო ღონისძიებას სთავაზობდნენ და მათი ცოდნის, ნიჭისა და შესაძლებლობების წახალისება-წარმოჩენას ცდილობდნენ.
მათ შორის, აუცილებლად აღსანიშნავია, მეოთხეკლასელთა გამოსაშვები ღონისძიება. მეოთხე კლასის მოსწავლეებმა ლამაზი, შემეცნებითი და სანახაობრივი ღონისძიება წარმოადგინეს სახელწოდებით - „მასწავლებელო მე თქვენ მიყვარხართ“.
ღონისძიების დასასრულს სკოლის დირექტორმა, ნუკრი ბერიშვილმა, კლასის დამრიგებელმა, ასმათ გვაჯაიამ, პირველმა მასწავლებელმა, აზა ლემონჯარიამ სიტყვით მიმართეს მოსწავლეებს, მიულოცეს მე-4 კლასის დამთავრება და უსურვეს ღირსეულად შესდგომოდნენ სწავლას შემდეგ კლასებში.
ღონისძიებამ აქტიურ ფაზაში ჩაიარა და მოწონება დაიმსახურა.
ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ ასმათ გვაჯაია.
იხილეთ ფოტოები: