აჭყვას საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები - გიორგი დავითაძე, საბა აბუსელიძე და საბა ბოლქვაძე დაჯილდოვდნენ
29-06-2022

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლის 2022 წლის წარჩინებული კურსდამთავრებულები - გიორგი დავითაძე, საბა აბუსელიძე და საბა ბოლქვაძე დაჯილდოვდნენ. 

ოქროსმედალოსნებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის წარჩინებით დასრულებისთვის სიგელები გადასცა. 

სკოლის დირექტორის მ/შ თეა ზოიძე და პედაგოგები მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. 

„ქობულეთის მუნიციპალიტეტში წელს 95 ოქროსმედალოსანია. მათ შორის სამი ჩვენი სკოლის საამაყო ბიჭები არიან: გიორგი დავითაძე, საბა აბუსელიძე და საბა ბოლქვაძე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203