ძალისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე ყოველთვის ზრუნავენ
29-06-2022

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძალისის საჯარო სკოლაში მოსწავლეები არა მხოლოდ საგნებს, არამედ ტოლერანტობას, კაცთმოყვარეობას სწავლობენ. დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებთან სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიმართულებით ბევრს მუშაობენ და მათი ძალისხმევით, მოზარდები ღირსეულ მოქალაქეებად ყალიბდებიან.

ამიტომ, სკოლაში ყოველთვის აღნიშნავენ ისეთ თარიღებს, როგორიც დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეა. ამ დღეს, მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად დაუნის სინდრომის შესახებ გავრცელებული მითები დაამსხვრიეს და აღნიშნეს, რომ მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან. ​

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203