ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის 4 პედაგოგი მასწავლებელთა მუნიციპალურ კონფერენციაში მონაწილეობდა
29-06-2022

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის 4 პედაგოგი - ქეთევან ღლონტი, ირმა რიონიძე, ვენერა აბუსერიძე და ნანა მაჭუტაძე კონფერენციაში - „ინოვაციები სწავლა-სწავლების პროცესში“ მონაწილეობდა. 

ქობულეთის მუნიციპალიტეტში VII მუნიციპალური კონფერენცია - „ინოვაციები სწავლა-სწავლების პროცესში“ გაიმართა, რომელსაც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი დაესწრო.

კონფერენციის მიზანს 2021-2022 სასწავლო წელს ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში საინტერესო პედაგოგიკური პრაქტიკის გამოვლენა, მასწავლებელთა შორის თანამშრომლობის გაღრმავება, პროფესიული გამოცდილების გაზიარება და ინოვაციური მეთოდების პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობა წარმოადგენდა.

ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები კონფერენციაზე წარმატებით წარდგნენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203