ბათუმის N20 საჯარო სკოლის პედაგოგები რეგიონალურ კონფერენციაში მონაწილეობდნენ
29-06-2022
ბათუმის N20 საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მიზნით სხვადასხვა კონფერენციებში, ტრენინგებსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობენ. 

ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში ჩატარდა რეგიონალური კონფერენცია, რომელშიც აქტიურად ჩაერთნენ ბათუმის N20 საჯარო სკოლის პედაგოგები:

  1. ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი - ირმა დავითაძე;
  2. რუსული ენის წამყვანი მასწავლებელი - ასმათ დიასამიძე;
  3. ისტორიის უფროსი მასწავლებელი - მზია აბულაძე;
  4. მუსიკის უფროსი მასწავლებელი - ლელა ვაშაყმაძე.
პედაგოგებმა ერთმანეთს გაუზიარეს საგაკვეთილო პროცესში მიღებული საუკეთესო გამოცდილება კომპლექსური დავალებების დროს.

„სკოლის დირექცია ამაყია თქვენით და წარმატებებს გისურვებთ პროფესიულ საქმიანობაში“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203