საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი ანნა წულაია მასწავლებელთა კონფერენციაში მონაწილეობდა
29-06-2022

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიზნით მასწავლებლები სხვადასხვა კონფერენციებსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართულნი. 

25 ივნისს, საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელმა, ანნა წულაიამ მონაწილეობა მიიღო მასწავლებელთა კონფერენციაში, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. 

კონფერენციის მიზანი იყო სასკოლო და საუნივერსიტეტო ჭრილში საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაცია. კონფერენცია ორგანიზებული იყო თსუ -ს ქიმიის ინგლისურენოვანი პროგრამის და ასოციაციის -„ბიო“ მიერ.

მასწავლებელმა კონკერენციაზე წარადგინა პოსტერი თემაზე - „ბიოლოგიის სწავლების თავისებურებანი  მცირეკონტინგენტიან სკოლებში“.

კონფერენციის დროს მოხდა სხვადასხვა საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების საინტერესო მეთოდების გაზიარება. ყველა მონაწილე სერტიფიკატით დაჯილდოვდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203