ბათუმის N20 საჯარო სკოლაში უკრაინული და ქართული სექტორის ბავშვებისთვის სახალისო მხატვრული ტრენინგი ჩატარდა
29-06-2022

ბათუმის N20 საჯარო სკოლაში უკრაინული და ქართული სექტორის ბავშვებისთვის საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართა. 

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ბავშვებს UNHCR შესახებ პრეზენტაცია გაუმართეს, ბაკურ სულაკაურის სტუდიის მხატვარ ანიმატორებთან ერთად, ბავშვებს სახალისო მხატვრული ტრენინგი ჩაუტარეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ღონისძიებაში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი მონაწილეობდა. 

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) - გაეროს სააგენტოა, რომელიც იცავს ლტოლვილებს, იძულებით გადაადგილებულ და მოქალაქეობის არმქონე პირებს. აგრეთვე, სააგენტო ეხმარება თავის ბენეფიციარებს ნებაყოფლობით რეპატრიაციის, ადგილსამყოფელ ქვეყანაში ინტეგრაციისა და მესამე ქვეყანაში განსახლების პროცესში. ის დაარსდა 1950 წლის 14 დეკემბერს, მეორე მსოფლიო ომით გამოწვეული ცვლილებებისა და ევროპის წინაშე მდგარი ლტოლვილთა კრიზის ფონზე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203