
ჯემალ არძენაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები - მანანა ტარიელაძე და ნათელა ბერიძე საგანმანათლებლო-შემეცნებითმა ვებ-გვერდმა - etaloni.ge სასკოლო ცხოვრების, აქტივობა-სიახლეებისა და სასკოლო საზოგადოების წარმოჩენის ეროვნულ საქმეში ნაყოფიერი, ეფექტური და წარმატებული თანამშრომლობისთვის დიპლომებით დააჯილდოვა.
პედაგოგები სკოლის სახელის ღირსეულად წარმოსაჩენად etaloni.ge-სთან აქტიურად თანამშრომლობენ და ცოდნის პოპულარიზაციის საქვეყნო საქმეში ჩვენს გვერდით დგანან.
სკოლაში პედაგოგთა აღიარება ახარებთ და წარმატებას გულითადად ულოცავენ.