სკვანის საჯარო სკოლის დირექტორმა მოსწავლეებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით, სიგელები გადასცა
28-06-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სკვანის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.

სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეებისთვის საინტერესო, შემეცნებითი და მრავალფეროვანი გარემო იყო შექმნილი.

ბავშვებს პედაგოგები დირექციის ხელშეწყობით ყოველთვის საინტერესო აქტივობებსა თუ ღონისძიებებს სთავაზობდნენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექტორმა, ენისე აბაშიძემ მოსწავლეებს სასწავლო წლის დასრულება მიულოცა, უსურვა წარმატებები და წამახალისებელი სიგელები გადასცა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203