მუჟალის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა ნაყოფიერი ოთხი წელი ღონისძიებით შეაჯამეს 
28-06-2022
რევაზ მარგიანის სახელობის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟალის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.

კლასის დამრიგებელმა, ნუნუ კვიციანმა მოსწავლეებს საზეიმო გაცილება მოუწყო.

საზეიმო ღონისძიების ფარგლებში ბავშვებმა მათ მიერ მომზადებული ლექსები და სიმღერები წარადგინეს; ღონისძიების მიწურულს კლასის დამრიგებელმა ბავშვებს სიგელები გადასცა. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება მეტად საინტერესო და ემოციებით დატვირთული იყო. ბავშვები მათთვის ძალიან საყვარელ პედაგოგს, ნუნუ კვიციანს, რომელთანაც ოთხი დაუვიწყარი წელიწადი გაატარეს ემოციურად დაემშვიდობნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203