ველისციხის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ალექსანდრე პუშკინზე ისაუბრეს
26-03-2018
ველისციხის საჯარო სკოლაში რუსული ენისა და ლიტერატურის უფროსმა პედაგოგმა მანანა აბულაძემ IXბ კლასში სამოდელო გაკვეთილი ჩაატარა. გაკვეთილი შემდეგი გამჭოლი კომპეტენციებიდან შედგებოდა: წიგნიერება და ციფრული წიგნიერება.
გაკვეთილი ჩატარდა თემაზე „Друзья Пушкина”.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილი გამოირჩეოდა რესურსების განსაკუთრებული სიჭარბით, მოსწავლეებს თემიდან გამომდინარე შექმნილი ჰქონდათ სლაიდები, მათ შორის წარმოადგინეს მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგი, ასევე პუშკინის შესახებ ბიოგრაფიული ინფორმაციის შემცველი ფოტოგრაფიების სლაიდი, მოძიებული ჰქონდათ ვიდეო რგოლები, თემატურად გაკვეთილისთვის შექმნილი იყო ბროშურა, ჟურნალი, კედლის გაზეთი და პუშკინის და მასთან დაახლოვებული პირების, კერძოდ მეგობრების ფოტო-პორტრეტები.
მოსწავლეებმა წაიკითხეს პოეტის ლექსები, გაანალიზეს პუშკინის, როგორც საზოგადო მოღვაწის ცხოვრების ეპიზოდები.
მათ ასევე ისაუბრეს მეგობრობაზე პუშკინის ეპოქაში და გაავლეს პარალელები დღევანდელობასთან.
„ბავშვებმა გამოიჩინეს დიდსულოვნება და სრული 90 წუთის განმავლობაში უდიდესი ენთუზიაზმით ეცნობოდნენ რუსი პოეტის პოეზიას და მის საზოგადოებრივ საქმიანობებს, მის დამოკიდებულებას ირგვლივ მყოფების მიმართ,“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. გაკვეთილმა წარმატებით ჩაიარა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203