ეწერის საჯარო სკოლიდან საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულები ღონისძიებით გააცილეს
28-06-2022
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის მეცხრეკლასელებმა საბაზო საფეხური და 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.

​მეცხრეკლასელები სკოლიდან მრავალფეროვანი ღონისძიებით გააცილეს.

მოსწავლეებმა ამაგდარ პედაგოგებს, რომლებმაც მათ განათლებაში დიდი შრომა ჩადეს მადლობა გადაუხადეს. თავის მხრივ კი მასწავლებლებმა, საამაყო აღზრდილებს ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს.

​ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეები თეთრპერანგებში იყვნენ გამოწყობილები და ლამაზად გაფორმებულ მშობლიურ სკოლას დაემშვიდობნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203