მატნის N1 სკოლის კალათბურთელი კურსდამთავრებულები - ქეთი მამუჩარაშვილი და ბაია ხოხობაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრნენ
28-06-2022
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი დიდი წარმატებით დასრულდა.
სკოლის ორი კურსდამთავრებული - ქეთი მამუჩარაშვილი და ბაია ხოხობაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრნენ.
16 ივნისიდან 2 ივლისამდე აშშ-ს საელჩო საქართველოში სპორტის ვიზიტორთა პროგრამის ფარგლებში აფინანსებს ხუთ კალათბურთელ ახალგაზრდას და მათი მწვრთნელის ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში.
„ამ ხუთ ახალგაზრდაში ორი არის ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული მოსწავლე - ქეთი მამუჩარაშვილი და ბაია ხოხობაშვილი. ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს და ვუსურვებთ წარმატებებს მომავალში“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო