ტყიბულის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ნიკოლოზ ოდიკაძემ და თათია გაბუნიამ ოლიმპიადაზე საპრიზო ადგილები დაიკავეს
28-06-2022
ტყიბულის N4 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი დიდი წარმატებით დასრულდა.
მთელი სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეები ტრადიციულად სხვადასხვა ოლიმპიადებსა თუ კონკურსებში აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობდნენ.
მათ შორის აღსანიშნავია, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (EEU) დაფინანსებითა და „კინგსთან“ პარტნიორობით, იმერეთის რეგიონის მასშტაბით, მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის გამართული ინტელექტის ოლიმპიადა.
ტყიბულის მასშტაბით ოლიმპიადის გამარჯვებულები კი შემდეგი მოსწავლეები გახდნენ:
მე-11 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ოდიკაძე I - ადგილი - ფულადი პრიზი 400 ლარი;
მე-12 კლასის მოსწავლე თათია გაბუნია III - ადგილი - ფულადი პრიზი -200 ლარი.
გამარჯვებული მოსწავლეებისათვის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტისგან გამოიყო სპეციალური პრიზები, დიპლომები, რომელიც გამარჯვებულებს გადაეცათ.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ინტელექტის ოლიმპიადის გამარჯვებულ მოსწავლეებს ბატონმა დავით ჩერქეზიშვილმა, შესაბამის სიგელებთან ერთად ფულადი ჯილდო გადასცა.
„სკოლის დირექცია მადლობას უხდის ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ დავით ჩერქეზიშვილს ახალგაზრდებში მაღალი დონის მიღწევისა და მოტივაციის შექმნისთვის“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს