ლიის თემის N2 საჯარო სკოლის მეცხრეკლასელებმა საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს
28-06-2022
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლის მეცხრეკლასელებმა 2021-2022 სასწავლო წელი და საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს.

მშობლიური სკოლას მეცხრეკლასელები საზეიმო ღონისძიებით გამოემშვიდობნენ და ამაგდარ პედაგოგებს გაწეული შრომისა თუ ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს.

პედაგოგებმა სკოლიდან მოსწავლეები გააცილეს და მომდევნო ეტაპზე წარმატებები უსურვეს.

„გილოცავთ სკოლის დამთავრებას, წარმატებული და ღირსეული მომავალი გვინდა გისურვოთ ჩვენი სკოლის სასახელო მოსწავლეებო, ბედნიერი და წარმატებული ყოფილიყოს თქვენი სავალი გზები“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203