ზემო ქედის N2 სკოლის პედაგოგები - ნათია ნარიმანიძე და მზევინარ ოღაძე მასწავლებელთა რაიონულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ
28-06-2022

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მიზნით სხვადასხვა კონფერენციებსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებებში ყოველთვის მონაწილეობენ. 

ამჯერად, სკოლის პედაგოგები ნათია ნარიმანიძე და მზევინარ ოღაძე რაიონულ კონფერენციას შეუერთდნენ. 

მასწალებლების რაიონული კონფერენცია, დედოფლისწყაროს რესურსცენტრის ორგანიზებით გაიმართა. კონფერენციაზე სხვადასხვა სკოლის მასწავლებლებმა ერთმანეთს ,„ზოგადი განათლების რეფორმის“ ფარგლებში, წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოცდილება გაუზიარეს.

პედაგოგები ნათია ნარიმანიძე და მზევინარ ოღაძე კონფერენციაზე წარმატებით წარდგნენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203