ხაშმის საჯარო სკოლას რევაზ ინანიშვილის სახელი მიენიჭა
28-06-2022
რევაზ ინანიშვილის სახელობის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმის საჯარო სკოლის ისტორიაში კიდევ ერთი ლამაზი და უმნიშვნელოვანესი დღე ჩაიწერა.

სკოლას ქართველი მწერლის, რევაზ ინანიშვილის სახელი მიენიჭა რაც, სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრისთვის მეტად საამაყო და მნიშვნელოვანი ფაქტია.

აღნიშნულთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა რევაზ ინანიშვილის შემოქმედება წარადგინეს. 
ღონისძიებას ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნანა ნიკოლაშვილი ხელმძღვანელობდა. 

„უღრმესი მადლობა მათ და განსაკუთრებით ამ ღონისძიების ხელმძღვანელს და სულისჩამდგმელს - ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს, ნანა ნიკოლაშვილს“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203