„გვაქვს ყველა შესაძლებლობა 2022-2023 სასწავლო წელი წარმატებით დავიწყოთ“-​მარგო ბალასანიანი, მიასნიკიანის საჯარო სკოლის დირექტორი
28-06-2022
2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაში საგანმანათლებლო სფეროში არაერთი სიახლის შესახებ გახდა ცნობილი; მათ შორის, ახალი სასწავლო წლიდან პირველკლასელები ჭადრაკს შეისწავლიან. საინტერესოა, რას ფიქრობენ დირექტორები, გადიან თუ არა ჭადრაკში გადამზადებას მათი სკოლის პედაგოგები და რა საჭიროებების წინაშე დგანან 2022-2023 სასწავლო წელს? - ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხების გასაგებად etaloni.ge ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მიასნიკიანის საჯარო სკოლის დირექტორს, მარგო ბალასანიანს დაუკავშირდა.

- გადიან თუ არა სკოლის პედაგოგები ჭადრაკში გადამზადებას და არის თუ არა თქვენი სკოლა მზად, პირველკლასელებს ასწავლოს ახალი საგანი?

- სკოლაში არის მასწავლებელი, რომელსაც შეუძლია ჭადრაკის სწავლება. დიახ, ჩვენ მზად ვართ შემოვიტანოთ ახალი საგანი პირველ კლასის საათობრივი ბადეში, მაგრამ სწორი იქნებოდა იმ მასწავლებლების მომზადება.

- აპირებენ თუ არა პედაგოგები სტატუსის ასამაღლებელ გამოცდაზე გასვლას, მით უმეტეს, რომ წელს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის საგამოცდო პროგრამა წელს პირველად მშობლიურ ენაზე მომზადდა; და როგორ გაამხნევებთ წინასაგამოცდოდ მასწავლებლებს?

- დიახ, ჩვენი მასწავლებლები საგნობრივ გამოცდებზე გასვლას აპირებენ. მასწავლებელთა ნაწილმა ჩააბარა აღნიშნული გამოცდები და ზურაბ ჟვანიას სახელობის სკოლის მასწავლებლების მიერ ჩატარებულ ქართული ენის გაკვეთილებში მონაწილეობს. 

- ახალი 2022-2023 სასწავლო წლისთვის რა საჭიროებებია თქვენს სკოლაში და რას განაახლებდით: ტექნიკას, ინფრასტრუქტურას, ინვენტარს, კადრებს...

- გვაქვს ყველა შესაძლებლობა, რომ 2022-2023 სასწავლო წელი წარმატებით დავიწყოთ, სკოლა გარემონტებულია და შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. პერსონალი და პედაგოგიური პერსონალი მზადაა 2022-2023 სასწავლო წელს შეასრულოს მათ წინაშე დასახული ამოცანები. სკოლა აღჭურვილია მოსწავლისთვის ყველა საჭირო ნივთით: მერხები, დაფა, პლაკატები, რუკები, კარადები.  ვგეგმავთ სკოლის ეზოში სპორტული მოედნის და სააქტო დარბაზის გარემონტებას.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203