ხაშმის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელს ღონისძიებით გამოემშვიდობნენ
28-06-2022
რევაზ ინანიშვილის სახელობის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.

მოსწავლეებმა სასწავლო წლის დამთავრება აღნიშნეს და პირველ მასწავლებელს, მაია ნახუცრიშვილს ემოციურად დაემშვიდობნენ.

მეოთხეკლასელებმა პედაგოგს გაწეული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს, თავის მხრივ კი საამაყო აღზრდილებს ახალ ეტაპზე წარმატებით გადასვლა მასწავლებელმა მიულოცა.

„დავამთავრეთ მეოთხე კლასი; მადლობა ჩვენს მასწავლებელს მაია ნახუცხრიშვილს“, - ვკითხულობთ მოსწავლეების წერილში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203