ხაჩკოვის საჯარო სკოლაში პედაგოგიური საბჭოს სხდომა გაიმართა
28-06-2022

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი შეაჯამეს. 

სკოლაში პედაგოგიური საბჭოს სხდომა გაიმართა. დირექტორმა, ლიანა პილტოიანმა წარადგინა წლიური ანგარიში, ისაუბრა მოსწავლეთა აკადემიურ შედეგებსა და მიღწევებზე.

მასწავლებლებს წარუდგინა სამომავლო გეგმები. სხვადასხვა კლასების დამრიგებლებმა ისაუბრეს მოსწავლეთა შედეგებზე, სასწავლო წლის მანძილზე განხორციელებულ კლასგარეშე აქტივობებსა და ღონისძიებებზე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203