ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაში მეექვსეკლასელებმა სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკების პერსონაჟები „გააცოცხლეს“
28-06-2022
ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
მოსწავლეებს პედაგოგები მთელი სასწავლო წლის განმავლობაში საინტერესო გარემოსა და აქტივობებს სთავაზობდნენ.
მათ შორის, მე-6ზ კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, მალვინა ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკებს მეტად საინტერესო გაკვეთილი მიუძღვნეს.
აღსანიშნავია, რომ მეექვსეკლასელების დამრიგებელი ნათია ყანჩაველი გახლავთ.
„სულხან-საბას იგავ-არაკები სულის ის საზრდოა, ადამიანს ყველა ასაკში რომ სჭირდება და სიბრძნეს სძენს. მოსწავლეებმა ქართულის მასწავლებელ მალვინა ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით გაკვეთილზე „გააცოცხლეს“ დიდი მეიგავის იგავ-არაკების პერსონაჟები და კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, ძმურ სიყვარულზე, მეგობრობასა და კეთილშობილებაზე კარგი არაფერია“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო