ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უნივერსიტეტის პროფესორმა საინტერესო ლექცია ჩაუტარა
28-06-2022
ანდრია რაზმაძის სახელობის  ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. 

სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეებისთვის არაერთი საინტერესო, შემეცნებითი და დასამახსოვრებელი ღონისძიება გაიმართა.

მათ შორის, აღსანიშნავია „თამარის კვირეულის“ ფარგლებში გამართული საინტერესო შეხვედრა.

აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, სულხან კუპრაშვილმა მოსწავლეებს ლექცია - „თამარი, ქართველთა დედა და დედოფალი“ წაუკითხა.

აუდიტორია დიდი ინტერესით უსმენდა სტუმარს. პროფესორმა ლექციის შემდეგ დასმულ კითხვებს უპასუხა.

სკოლის დირექტორმა, ბატონმა გენადი მარგველაშვილმა, დასასრულს მსგავსი შეხვედრების გაგრძელების იმედი გამოთქვა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203