ჟდანოვის საჯარო სკოლიდან 2022 წლის კურსდამთავრებულები საზეიმო ღონისძიებით გააცილეს
28-06-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვის საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა და მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.
მეთორმეტეკლასელები სკოლას საზეიმო ვითარებაში, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ. საზეიმო ღონისძიება, რომელიც მეტად ორიგინალური იყო მე-12 კლასის დამრიგებლის, ლამარა მარიკიანის ხელმძღანელობით ჩატარდა.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა საინტერესო ცეკვა დადგეს და მაყურებლისგან დიდი მოწონება დაიმსაუხრეს.
ასევე, მოსწავლეებმა ამაგდარ პედაგოგებს, რომლებმაც მათ განათლებაში უდიდესი შრომა ჩადეს მადლობა გადაუხადეს, მასწავლებლებმა კი თავის მხრივ საამაყო აღზრდილებს გზა დაულოცეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს