ზემო წინსვლის საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს არჩევნებმა ხარვეზების გარეშე ჩაირა
28-06-2022

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო წინსვლის საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს არჩევნები ჩატარდა. 

არჩევნები სკოლაში ხარვეზების გარეშე წარიმართა, ზედმიწევნით დაცული იყო ყველა საარჩევნო პროცედურა.

ხმათა უმრავლესობით სამეურვეო საბჭოს წევრები გახდნენ მასწავლებლები: ლიანა შაინიძე, ემზარ შერვაშიძე და მირანდა კონცელიძე; მშობლები - სოფიკო ანძაველიძე, თამარ თავართქილაძე და ია ბლადაძე.

სკოლის დირექტორი ნატალია კეჭეხმაძე კანდიდატებს გამარჯვებას ულოცავს.

„გილოცავთ! გისურვებთ სკოლის გვერდით დგომასა და წარმატებებს!“, - აღნიშნავს დირექტორი.  

სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს, სამეურვეო საბჭოს არჩევნები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 20 ივნისს გაიმართა.

სამეურვეო საბჭო სკოლის მმართველობაში შემავალ ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს. მის შემადგენლობაში შედიან მასწავლებლები, მოსწავლეთა მშობლები და საშუალო საფეხურის ერთი მოსწავლე.

ასევე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობას უფლება აქვს სამეურვეო საბჭოში თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს.

საბჭო ირჩევს სკოლის დირექტორს,  სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, ბიუჯეტს, ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, ითანხმებს სასკოლო სასწავლო გეგმას და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. სამეურვეო საბჭოს არჩევნები სკოლებში სამ წელიწადში ერთხელ ტარდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203